IMDB'ის ვერსიით ბოლო 25 წლის 25 საუკეთესო ფილმი

25 - შეპყრობილი / Whiplash (2014) - IMDB 8,5

მკაცრი პედაგოგის მეთვალყურეობის ქვეშ ნიჭიერი ახალგაზრდა დრამერი წარმატებას აღწევს.

24 -  განდგომილები / THE DEPARTED (2006) - IMDB 8,5

სამხრეთ ბოსტონის ირლანდიელ მაფიოზთა კლანის დასამარცხებლად პოლიცია ფარულად თანამშრომელს შეაგზავნის, რომ შიგნიდან ინფორმაცია მიიღოს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ სინდიკატმაც მსგავსი რამ განახორციელა.როდესაც შეგზავნილი პოლიციელი მაფიის უფროსს დაუახლოვდება, პარალელურად პოლიციაში შეპარულ კრიმინალს კარიერაში წარმატებები აქვს და აწინაურებენ. მაგრამ ორივე მხარე მალევე აღმოაჩენს, რომ მათ შორის დამსმენია.

23 - პიანისტი / THE PIANIST (2002) - IMDB 8,5

რომან პოლანსკის ფილმი "პიანისტი" ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაა. ებრაელ-პოლონელი პიანისტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა და იმალებოდა ვარშავაში და სასწაულებრივად გადარჩა.

22 - ხელშეუხებელნი / THE INTOUCHABLES (2011) - IMDB 8,5

ნამდვილი ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც წესით ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი პარალიზებული არისტოკრატია, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მეორე, მისი მომვლელი ახალგაზრდა კაცი.

21 -  ამერიკული ისტორია X / AMERICAN HISTORY X (1998) - IMDB 8,5

დერეკ ვაინიარდი თავდებით არის გამოშვებული 3 წლის პატიმრობის შემდეგ სადაც ორი ხულიგნის მკვლელობისთვის იჯდა, რომლებიც მისი სატვირთო მანქანის გატეხვას ცდილობდნენ. მისი ძმის, დენი ვაინიარდის მონაყოლიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ სანამ დერეკი ციხეში აღმოჩნდებოდა იგი "სკინჰედი" და მოძალადე თეთრკანიანი რასისტული ჯგუფის ლიდერი იყო და მისი ქმედებები დენიზე დიდ გავლენას ახდენდა. ციხიდან ახალგამოსული დერეკი მის ძველ ბანდასთან ყოველგვარ კავშირს გაწყვიტავს და შეეცდება მისი ძმაც დაიცვას მისი შეცდომებისაგან და ძალადობისაგან.

20 - მწვანე გზა / THE GREEN MILE (1999) - IMDB 8,5

ზებუნებრივი ამბავი გათამაშებული სიკვდილმისჯილთა კამერაში, სამხრეთის ციხეში, სადაც თავაზიანი გიგანტი - ჯონ კოფი ადამიანთა განკურნების იდუმალ ძალას ფლობს. როდესაც ციხის კორპუსის დაცვის უფროსი პოლ ეჯკომბი კოფის გასაოცარ ნიჭს შეიცნობს, ის თავგამოდებით ცდილობს მსჯავრდებულის გადარჩენას სიკვდილით დასჯისაგან.

19 - ინტერსტელარი / INTERSTELLAR (2014) - IMDB 8,5

კოსმონავტების ჯგუფი გამოუცნობი სამყაროს გამოსაკვლევად მიემართება და თავისი ხომალდით დედამიწასთან ახლოს მდებარე შავ ხვრელში შეფრინდებიან. ის მათ საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ წარმოუდგენელ მანძილებზე...

18 - ლეონი / LEON (1994) - IMDB 8,5

ლეონი, ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი მკვლელი, უნებურად 12 წლის გოგონას, მატილდას მეურვე ხდება. მატილდას, რომლის ოჯახიც ამოწყვიტეს, შურისძიება სურს და ცდილობს ლეონისაგან ბევრი რამ ისწავლოს.

17 - რიგითი რაიანის გადასარჩენად / SAVING PRIVATE RYAN (1998) - IMDB 8,5

როდესაც ამერიკის ჯარები შეუტევენ ნორმანდიის სანაპიროებს, სამი ძმა ბრძოლის ველზე იღუპება, მეოთხე კი მტრის ზურგში არის მოქცეული. კაპიტან ჯონ მილერს შვიდ კაცთან ერთად ევალება, რომ შეაღწიოს გერმანელების კონტროლირებად ტერიტორიაზე ბიჭის დასახსნელად.

16 - მოჩვენებების მიერ გატაცებულნი / Spirited Away (2001) - IMDB 8,5

ოსკარის მფლობელი იაპონური ანიმაცია, 10 წლის გოგონას ამბავს მოგვითხრობს. ჩიჰირო ცდილობს დაეხმაროს მშობლებს, რომლებიც ბოროტმა ჯადოქარმა ღორებად გადააქცია.

15 - ძირითადი ეჭვმიტანილები / THE USUAL SUSPECTS (1995) - IMDB 8,6

ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.

14 - ცხოვრება მშვენიერია / LIFE IS BEAUTIFUL (1997) - IMDB 8,6

მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

13 - შვიდი / SE7EN (1995) - IMDB 8,6

ორი გამომძიებელი თავგამოდებით ნადირობს სერიულ მკვლელზე, რომლის დანაშაულებები დაფუძნებულია "შვიდ სასიკვდილო ცოდვაზე". გამოცდილი დეტექტივი სომერსეტი იძიებს ყველა ცოდვას სათითაოდ, რათა ამოიცნოს მკვლელის აზროვნება.

12 - ღმერთის ქალაქი / CITY OF GOD (2002) - IMDB 8,6

ღმერთის ქალაქი ასახავს სასტიკ ძალადობას რიო დე ჟანეიროს გეტოებში. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ როდესაც მათ წესით დაჭერობანა უნდა ეთამაშათ, ეს ბავშვები იარაღებით დარბოდნენ და კრიმინალურ ბანდებთან იყვნენ დაკავშირებულნი.

11 - მატრიცა / THE MATRIX (1999) - IMDB 8,6

თომას ა.ანდერსონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი ჰაკერი სახელად ნეო. ის გაიცნობს მორფეუსს, ლეგენდარულ ჰაკერს, რომელიც მას შოკის მომგვრელ სიმართლეს გაუმხელს ჩვენს რეალობაზე.

10 - ბეჭდების მბრძანებელი - II ორი კოშკი / T.L.O.F. The Two Towers (2002) - IMDB 8,7

ფროდო და სემი მიემართებიან მორდორში, სადაც უნდა გაანადგურონ ერთერთი ძლევამოსილი ბეჭედი. გიმლი, ლეგოლასი და არაგორნი კი ეძებენ ორკების მიერ დატყვევებულ მერის და პიპინს. ამასობაში ბოროტი ჯადოქარი სარუმანი საძმოს წევრებს იზენგარდში, ორთენქის ციხესიმაგრესთან ჩაუსაფრდება.

9 - დასაწყისი / INCEPTION (2010) - IMDB 8,7

დომ კობი პროფესიონალი ქურდია. მას შეუძლია ძილის დროს ადამიანის ქვეცნობიერში შევიდეს და საიდუმლო ინფორმაცია მოიპაროს. ამ იშვიათი უნარის დახმარებით კობი კორპორატიული შპიონაჟის ახალი სამყაროს სასურველ მოთამაშედ იქცა, მაგრამ ამასთან ერთად იგი საერთაშორისო ძებნილი გახდა და დაკარგა ყველაფერი რაც მისთვის ძვირფასი იყო.

8 - Forrest Gump (1994) - IMDB 8,7

დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია ,არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება. "ფორესტ გამპი" არის ამბავი ადამიანზე, რომელიც თავის პრობლემებზე მაღლა დადგა, და დაამტკიცა განსაზღვრება - სიმამაცე და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უნარი...

7 - ბეჭდების მბრძანებელი : I ბეჭდის საძმო  (2001) - IMDB 8,8

მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ჰობიტი ფროდო ბეგინსი ბიძია ბილბოსგან მემკვიდრეობით საიდუმლოებით მოცულ ბეჭედს მიიღებს, იძულებული ხდება სახლი მიატოვოს, რათა დაიცვას იგი ბოროტი მბრძანებლის ხელში ჩავარდნისაგან. ამასობაში შეიქმნება საძმო, რომელმაც უნდა დაიცვას ბეჭედის მატარებელი წევრი და დარწმუნდეს, რომ ბეჭედი ნამდვილად არის დანიშნულების ადგილას მიტანილი. მთა დომი ერთადერთი ადგილია სადაც მისი განადგურებაა შესაძლებელი.

6 - მებრძოლთა კლუბი / FIGHT CLUB (1999) - IMDB 8,8

უძილობით შეპყრობილი მამაკაცი და საპნების გაყიდვების მენეჯერი, მამაკაცურ აგრესიას ახალ, შოკურ თერაპიად გარდაქმნიან. ეს კონცეფცია პოპულარობას იხვეჭს. იატაკქვეშა "მებრძოლთა კლუბები" ყველა ქალაქში ყალიბდება.

5 - მაკულატურა / PULP FICTION (1994) - IMDB 8,9

ბურგერების მოყვარული დაქირავებული მკვლელი, მისი ფილოსოფოსი პარტნიორი, განგსტერის ნარკოტიკით გაბრუებული მეწყვილე და არავისთვის საჭირო მოკრივე - ამ კომედიური ელფერის კრიმინალურ ფილმში მათი გზები იკვეთება. მათი თავგადასავალი სამ ისტორიად არის მოთხრობილი, რომლის გმირებიც დროში მოგზაურობენ.

4 - ბეჭდების მბრძანებელი III : ხელმწიფის დაბრუნება (2003) - IMDB 8,9

3 - შინდლერის სია / Schindler's List (1993) - IMDB 8,9

ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.

2 - შავი რაინდი / The Dark Knight (2008) - IMDB 9,0

ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ,ძალიან მალე ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს.

1 - გაქცევა შოუშენკიდან / THE SHAWSHANK REDEMPTION (1994) - IMDb 9,2

მე-20 საუკუნის 40–იანი წლები.წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ახალ ცხოვრებას იწყებს შაუშენკის ციხეში.ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისათვის იხდის სასჯელს. აქ იგი თავის ცოდნას ციხის ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. მისი პატიოსნების და გათავისუფლების მუდმივი იმედის გამო ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე, დუფრეინს სხვა პატიმრები დაუმეგობრდებიან, მათ შორის ხანდაზმული პატიმარი სახელად რედი.

  • მზგავსი სტატიები