დაკარგული ტელეფონის პოვნა, ახლა უფრო ადვილია!

როგორც იცით დაკარგული ტელეფონის პოვნა, განსაკუთრებით მრავალ სართულიან სახლებსა და ოთახში საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია.

Google-მა შეამჩნია ეს სიტუაცია და ფუნქცია იპოვე ტელეფონი უფრო მაღალ დონეზე გადაიტანა, წარადგინა მომხმარებლებს Android Pie-თან ერთან.

დაკარგული ტელეფონის პოვნა, WiFi RTT-თი უფრო იოლია! 

Google-ის Android Pie და WiFi RTT მხარდაჭერასთან ერთად მრავალსართულიან სახლებსა და ოთახებში დაკარგული ტელეფონის პოვნა უფრო ადვილი გახდება. ამისათვის WiFi RTT მხარდაჭერის მქონე როუტერი არის აუცილებელი.


დღესდღეობით ამ ფუნქციის მქონე როუტერის პოვნა საკმაოდ ძნელია, მაგრამ Google-ის მოსაზრებით დროთადღო ეს ფუნქცია გავრცელდება.


ამ მხარდაჭერის საშუალებით დაკარგული ტელეფონის ადგილმდგომარეობის ნახვა იქნება შესაძლებელი, მაშასადამე ძებნის პროცესი უფრო მარტივ სიტუაციად გადაიქცევა.


თვლიან რომ, ჯერჯერობით მხოლოდ, ზოგიერთი აეროპორტებსა და სავაჭრო ცენტრებში მყოფი ეს ფუნქცია დროთადრო ჩვენს სახლამდეც მიაღწევს.


  • მზგავსი სტატიები