“შავი სარკე”, როგორც ფილმი – Netflix თრეილერს აქვეყნებს

Netflix-მა ახლახანს სერიალ “შავი სარკის” ფილმის თრეილერი გამოაქვეყნა. პოპულარული სერიალი უკვე 4 სეზონია, რაც ფანების გულებს იპყრობს. მისმა შემქმნელებმა კი გადაწყვიტეს, მეხუთე სეზონის გამოსვლამდე, შეექმნათ სერიალთან დაკავშრებული ცალკე ფილმი, რომლის დებიუტიც 28 დეკემბერსაა დაგეგმილი. ფილმს სახელად “Black Mirror: Bandersnatch” ჰქვია და იგი პროგრამისტს შეეხება, რომელიც ცდილობს, შექმნას კომპიუტერული თამაში იმ რომანზე დაყრდნობით, რომელიც ბავშვობაში წაიკითხა. აღსანიშნავია, რომ მაყურებლები “შავი სარკის” მეხუთე სეზონს 2019 წელს იხილავენ.

 

წყარო: www.independent.com

  • მზგავსი სტატიები