• თვეში 1i-დან
წიგნი - ამერიკა
წიგნი - ამერიკა

Amahh Home

წიგნი - ამერიკა #6936

მარაგშია

15.90i

XX საუკუნის გენიალური მწერალი ფრანც კაფკა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე, დაიბადა 1883 წელს პრაღაში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში და ლიტერატურითაც სტუდენტობისას დაინტერესდა. აქვე დაუახლოვდა კაფკა მაქს ბროდს, რომელმაც შემდგომ მისი ნაწარმოებების ბედი შეცვალა. მწერალს არცერთი რომანი არ დაუსრულებია და საკუთარი ნაშრომების უმეტესობა დაწვა. სიცოცხლეში მისი ტალანტი არავის უღიარებია. რამდენჯერმე გამოაქვეყნა მოთხრობები (მათ შორის, რომან „ამერიკის“ პირველი თავი), თუმცა წარუმატებლად. მწერალი 1924 წელს ტუბერკულოზმა შეიწირა. მაქს ბროდმა არ შეუსრულა მეგობარს უკანასკნელი სურვილი, გაენადგურებინა მისი თხზულებები და გამოაქვეყნა ისინი. ასე გაიცნო მსოფლიომ 
ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მწერალი – ფრანც კაფკა. 

„პროცესის“, „კოშკისა“ და სხვა უდიდესი ნაწარმოებების ავტორის ნოვატორული სტილი პირველად გამოიკვეთა მის დაუმთავრებელ რომანში „ამერიკა“, რომელშიც აღწერილია 16 წლის ემიგრანტის, კარლ როსმანის მოგზაურობა და ცხოვრება მრავალთა საოცნებო ქვეყანაში. მშრალი, თითქოსდა დოკუმენტური თხრობის მიუხედავად, რომანში გენიალურადაა გადმოცემული პერსონაჟის ცნობიერების სიღრმეები. თავად მწერალი არსად ჩანს, კომენტარებისგან თავს იკავებს, უბრალოდ, დაწვრილებით აღწერს სიტუაციას და დასკვნების გამოტანას მკითხველს მიანდობს. სწორედ ეს, კაფკასთვის დამახასიათებელი მშრალი და, ამავე დროს, დაძაბული თხრობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აღსანიშნავია, რომ მწერალი ამერიკულ შთაბეჭდილებებს ისე აღწერს, რომ მას ამ ქვეყნის მიწაზე ფეხიც არ დაუდგამს. 

ავტორიფრანც კაფკა
წელი2017
ყდამაგარი
გვერდები269
ISBN9789941238277

შეკვეთის შეფასება

services

უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით

ექსპრეს მიწოდება თბილისში იმავე დღეს

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით, შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს.

პროდუქტის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ კურიერთან. ეს მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.

მიწოდება თბილისის მასშტაბით

1. უფასო

ჩვენთან უფასო ადგილზე მიტანის სერვისი მოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში გიწევთ გადახდა, როცა პროდუქტი არ არის 70 ლარზე მეტი და გსურთ ექსპრეს-მიწოდება.

2. სწრაფი

შეკვეთის 13:00 სთ-მდე გაფორმების შემთხვევაში, პროდუქტს იმავე დრეს მიიღებთ შეკვეთის 13:00 სთ-ის შემდეგ გაფორმების შემთხვევაში, პროდუქტს მეორე სამუშაო დღეს მიიღებთ.

3. უსაფრთხო

ანგარიშსწორება მიწოდებისა და პროდუქტის შემოწმების შემდეგ ხდება.

უფასო მიწოდება სრულიად საქართველოს მასშტაბით

1. უფასო

ჩვენთან სრულიად საქართველოში მიწოდება უფასოა.

2. სწრაფი

მიწოდება მეორე სამუშაო დღეს შეკვეთის 13 საათამდე გაფორმების შემთხვევაში შეკვეთის 13 სთ-ის შემდეგ გაფორმებისას, პროდუქტს მესამე სამუშაო დრეს მოგაწვდით.

3. უსაფრთხო

ანგარიშსწორება მიწოდებისა და პროდუქტის შემოწმების შემდეგ ხდება ანგარიშსწორების შემდეგ საგარანტიო ბარათსა და ქვითარს მიიღებთ

services

უკან დაბრუნება (შეცვლა)

მზგავსი პროდუქცია

ტოპ-გაყიდვადი ავეჯი