• თვეში 1i-დან
წიგნი - ფაუსტი l
წიგნი - ფაუსტი l

Amahh Home

წიგნი - ფაუსტი l #7235

მარაგშია

14.90i

დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და `მშვენიერი ადამიანის~ იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოაჩენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს'', რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა.
„ფაუსტის'' პირველი ნაწილი (Faust. Eine Tragödie – „ფაუსტი. ტრაგედია'') 1808 წელს გამოქვეყნდა და დღემდე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლეს ქმნილებად ითვლება. გოეთეს ეს უდიდესი თხზულება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. დოქტორ ფაუსტსა და მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ, მეორე – ერთი და იმავე მოაზროვნე გონის ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარედ მიიჩნევს. დრამატული ფაბულა და სულისშემძვრელი ტექსტი დღემდე აღაფრთოვანებს ლიტერატურის მოყვარულებს. 
ქართველ მკითხველს საშუალება აქვს, დავით წერედიანის თარგმანით კიდევ ერთხელ, უკეთ გაიცნოს მსოფლიო ლიტერატურის შედევრი

ავტორიიოჰან ვოლფგანგ გოეთე
წელი2017
ყდამაგარი
გვერდები271
ISBN9789941238758

შეკვეთის შეფასება

services

უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით

ექსპრეს მიწოდება თბილისში იმავე დღეს

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით, შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს.

პროდუქტის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ კურიერთან. ეს მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.

მიწოდება თბილისის მასშტაბით

1. უფასო

ჩვენთან უფასო ადგილზე მიტანის სერვისი მოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში გიწევთ გადახდა, როცა პროდუქტი არ არის 70 ლარზე მეტი და გსურთ ექსპრეს-მიწოდება.

2. სწრაფი

შეკვეთის 13:00 სთ-მდე გაფორმების შემთხვევაში, პროდუქტს იმავე დრეს მიიღებთ შეკვეთის 13:00 სთ-ის შემდეგ გაფორმების შემთხვევაში, პროდუქტს მეორე სამუშაო დღეს მიიღებთ.

3. უსაფრთხო

ანგარიშსწორება მიწოდებისა და პროდუქტის შემოწმების შემდეგ ხდება.

უფასო მიწოდება სრულიად საქართველოს მასშტაბით

1. უფასო

ჩვენთან სრულიად საქართველოში მიწოდება უფასოა.

2. სწრაფი

მიწოდება მეორე სამუშაო დღეს შეკვეთის 13 საათამდე გაფორმების შემთხვევაში შეკვეთის 13 სთ-ის შემდეგ გაფორმებისას, პროდუქტს მესამე სამუშაო დრეს მოგაწვდით.

3. უსაფრთხო

ანგარიშსწორება მიწოდებისა და პროდუქტის შემოწმების შემდეგ ხდება ანგარიშსწორების შემდეგ საგარანტიო ბარათსა და ქვითარს მიიღებთ

services

უკან დაბრუნება (შეცვლა)

მზგავსი პროდუქცია

ტოპ-გაყიდვადი ავეჯი